logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას განიხილავს
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას განიხილავს
12:17 14.07.2018
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს.

„გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი, ასევე, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის საკითხს შეეხო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მოსმენას არ ითვალისწინებს. თუმცა, მისივე შეფასებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, მოსმენა გაიმართოს იმავე ფორმატში, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის გამწესების საკითხის განხილვისას იქნა გამოყენებული.

„რეგლამენტი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრას, თუმცა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე, ერთია სამართლებრივი მხარე და მეორე - პოლიტიკური მხარე და ვფიქრობ, რომ, პირადად ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც არის დაკავშირებული ამ განხილვასთან, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, გამოვიყენოთ იგივე ფორმატი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ წინა შემთხვევაში, როდესაც განიხილებოდა ბატონი ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე გამწესების საკითხი. ეს არის ჩემი შემოთავაზება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის თარიღთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები გაიმართა.

„რაც შეეხება თარიღებს, ამაზე გვქონდა ჩვენ გუნდში კონსულტაციები და ვართ შეჯერებული იმაზე, რომ კვირას ჩატარდეს პირველი ნაწილი პროცედურის - ეს არის საკომიტეტო განხილვა და პოლიტიკური ჯგუფები და ორშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო გვაქვს ყველას, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ასეთ გადაწყვეტას. რაც შეეხება ფორმატს - გავიაროთ კომიტეტები, პოლიტიკური ჯგუფები და გავაკეთოთ ეს ყველაფერი კვირა დღეს და ორშაბათს, უკვე პლენარულ სხდომაზე, განვიხილოთ საბოლოოდ ეს საკითხი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსხვავებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია, პარლამენტის ბიუროს სხდომაც გაიმართოს.

„ჩვენ თუ შევჯერდებით განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე, შეგვიძლია, ამას დავუთმოთ სპეციალური ბიუროს სხდომა. შეგვიძლია, გავიაროთ დამატებითი კონსულტაციები და თუ შევჯერდებით განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე, ამისთვის შეგვიძლია, საგანგებოდ ბიუროს სხდომა ჩავატაროთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა