logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში სოციალური ბლოკის მინისტრებს მოუსმინეს
პარლამენტში სოციალური ბლოკის მინისტრებს მოუსმინეს
17:58 13.07.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სეგეენკოს მოუსმინეს.



მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროს განვითარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით მომზადდება სამინისტროს განვითარების ახალი სტრატეგია, სადაც დეტალურად გაიწერება კონკრეტულ ვადებში თუ რას და როგორ ვაპირებთ და რის მიღწევას ვგეგმავთ“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრმა უწყების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიმართულებებზე საუბრისას ყურადღება სკოლამდელი განათლების, ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული სკოლის კონცეფციის, სახელმძღვანელოების თემატური განახლების და სკოლებში უსაფრთხო გარემოს აუცილებლობაზე გაამახვილა და თითოეულ მიმართულებაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მისი შეფასებით, კომპლექსური მიდგომები ახალგაზრდებს განათლების მიღების და კიდევ უფრო განვითარების კარგ მოტივაციას მისცემს. მინისტრმა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი დარგების განვითარებაზე და მათ პრიორიტეტულობაზე ისაუბრა და პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა.



ჯანმრთელობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. „გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით მართლაც ეშელონურია და მას რამდენიმე მიმართულება აქვს. თუმცა ის საყრდენი, რაზეც დგას ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია კომპლექსურ და არა ფრაგმენტულ მიდგომებზე. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური შედეგების მიღწევა იმ მოკრძალებული ბიუჯეტის ფარგლებში, რაც ჩვენ უწყებას გააჩნია“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მინისტრმა გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და დაბალანსებული და სტაბილურ სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ივლისის თვეშივე მოვასწრებთ მორიგ გაფართოებას, როდესაც ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად, ჯერადობით ნაკლებ ფასად შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.



მინისტრების გამოსვლების შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების კითხვები როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროს ფუნქციონირების საკიტხებს, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით და სოციალურ პროგრამების კუთხითაც დაისვა, რაზეც მინისტრებმა დამატებითი კომენტარები გააკეთეს.



სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარეებმა დღევანდელი სხდომა შეაჯამეს და მინისტრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. კომიტეტებმა ცალ-ცალკე, ფარული კენჭისყრით, მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხს, მხარი დაუჭირეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა