logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს მოუსმინეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს მოუსმინეს
17:45 13.07.2018
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

მინისტრების გამოსვლებში ყურადღება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - იმ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებიც მათი სამინისტროების მოქმედების სფეროს ეხება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას. „ჩვენი თვითმიზანია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“, - განაცხადა მინისტრმა. მან იმ ძირითად გამოწვევებზე გააკეთა აქცენტი, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას. გამოწვევებს შორის მან დაასახელა: საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების არადამაკმაყოფილებელი ტემპები; ინდუსტრიალიზაციის დონის აჩქარება; რეგიონების განვითარება, აგრარული სექტორის განვითარება; ლოგისტიკური ჰაბი. „ამ გამოწვევებს უნდა ვებრძოლოთ იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მან გამოწვევების დაძლევის გზებსა და საშუალებებზე მისეული ხედვა გააცნო დეპუტატებს.



მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს წინ, საჭიროა: ადამიანური რესურსის მომზადება, განათლების დონის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება; საერთაშორისო ბაზრებში ინტეგრაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება; საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. „ჩვენ აუცილებლად, გარდა იმისა, რომ სწორად უნდა დავგეგმოთ, რა გავაკეთოთ, ამასთან ერთად უნდა გავაძლიეროთ დაგეგმილი ინიციატივების აღსრულების დისციპლინა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.



მინისტრმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული შედეგები შეაფასა. „საგრძნობლად მომატებულია დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდული ციფრები გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებლები. რეიტინგების მიხედვით ვითვლებით ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყანად. არის მთელი რიგი რეიტინგები, რომელიც მოემატა საქართველოს. მე მეამაყება ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი მოსაზრებით, ეს შედეგები ნაწილობრივ გარეგანი ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა მისივე თქმით, დიდი წვლილი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია. „მიუხედავად კარგი პროგრესისა, საქართველო დღეს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამწუხაროდ, რჩება ღარიბ ქვეყნებს შორის. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად საკმაოდ კარგი ზრდისა, ის ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ქმნის ერთ სულ მოსახლეზე, არის ძალიან მცირე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების, გეგმების, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალურად ისაუბრა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. „2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში, რეგიონების აქტიური ჩართულობით, უკვე დავიწყეთ პრიორიტეტული პროექტების განხილვა და იმ პროექტების წარმოჩენა და დადგენა, რომელიც სწორედ ასეთ მოზიდულობის ცენტრებს, ახალ სამუშაო ადგილებს, შემოსავლების ახალ წყაროებს გააჩენს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონებში ახალგაზრდობისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოპარკებისა და საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რომელებიც უზრუნველყოფს რეგიონის პოტენციალის სრულ წარმოჩენას, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობას და იქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.



ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა არის პოზიტიური. როგორც მან აღნიშნა, ასეთი შეფასების საშუალებას მას სავალუტო ფონდის ივნისის თვის დასკვნა აძლევს, რომელიც მისი თქმით, ობიექტურად ასახავს ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის სურათს და ასევე მიუთითებს შესაძლო რისკებზე. „დინამიკა არის კარგი. 5 % -იანი ზრდა, რომელიც გვაქვს, ძალიან კარგია“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიმართულ მექანიზმებზე, საგარეო ვალის სტაბილურობაზე, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების სისტემაზე, ინკლუზიურობაზე, სტარტაპების რეფორმაზე. ფინანსთა სამინისტროში ივანე მაჭავარიანი მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობის შესაფასებელი კომიტეტის შექმნას გეგმავს.



ფინანსთა მინისტრმა სამართლიანი ბიზნესგარემოს, ასევე, საინვესტიციო იმიჯის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ვალის მართვის წესს სამინისტრო მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში გამოიტანს. „დეფიციტი, საგარეო ვალი, ინფლაციის დონე მთავარი პრიორიტეტები იქნება. თუ ჩვენ ესენი არ დავიცავით, შემდეგ იმ რეფორმების გატარება, რასაც ვაპირებთ, ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი შეფასებით, საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით არსებული ჯარიმები და სასჯელი არის დისპროპორციული და ის უნდა შეიცვალოს. მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი ინიციატივით უახლოეს მომავალში გამოვა. „ჩვენი საგადასახდო სისტემა არის ლმობიერი, კარგი, მაგრამ ჯარიმების კუთხით არის დისპროპორციული. დარღვევის პროპორციული სასჯელი არ არის. ამას გაუმჯობესება სჭირდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არ მოხდება საგარეო ვალის და მიმდინარე ხარჯების ზრდა.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომპლექსური რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აქტიურ პოლიტიკას, რომლის მიზანიც მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება იქნება. „გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნების რაციონალური მართვა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკური ეფექტიანობის პარალელურად უნდა ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენი აქცენტები იქნება მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც თავის თავში ინკლუზიურობას, სამართლიან ეკონომიკურ პრინციპებს მოიცავს. ჩვენთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დანერგვას შევუწყოთ ხელი რეფორმების პროცესში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი ინფორმაციით, 2019 წლიდან სამინისტრო იწყებს ინტეგრირებული სანებართვო სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოსა და საზოგადოებას, რომ პროცესი იყოს უფრო მოქნილი და უფრო გამჭვირვალე გარემოსდაცვითი ნებართვების მიღების დროს. მინისტრი გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. ასევე, იგეგმება, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. „გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება - „დამაბინძურებელი იხდის,“ პრინციპის შესაბამისად მოხდება, რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და რაც საკმაოდ ხარვეზიანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მისი თქმით, ფუნდამენტურად იცვლება მიდგომები სატყეო სექტორშიც. მისი თქმით, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.



„აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მინისტრებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.



კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა