logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანის განცხადებით საგარეო უწყება ამ მიმართულებით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებამდეც აქტიურად მუშაობდა
დავით ზალკალიანის განცხადებით საგარეო უწყება ამ მიმართულებით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებამდეც აქტიურად მუშაობდა
17:31 13.07.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ზალკალიანის განცხადებით, სანამ ეს სია ფორმალურად იქნებოდა დამტკიცებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირი დავალება ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ აქტიურად იმუშაონ რათა მიღებულ იქნას შესაბამისი სანქციები, შემზღუდავი ზომები იმ პირთა
მიმართებაში, რომლებიც არიან ამ სიაში მოხვედრილი. ამ სიაზე მუშაობა იქნება ჩვენი უახლოესი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით” - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიის დამტკიცებამდეც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ეს საკითხი ჩვენი პარტნიორების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. მისი თქმით ამის დასტურია თუნდაც ის,რომ სიის დამტკიცებიდან ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებულ იქნა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც საუბარია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც.

„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით შესაძლებლობების გაჩენას. ამ აქტში არის ასევე მინიშნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ მათ დაიწყონ აქტიურად მუშაობა, რათა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სიაში არიან, გატარდეს შემზღუდავი ზომები. რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის კანონად ქცეული, იმისთვის, რომ იქცეს კანონად, მთელი რიგი პროცედურები არის გასავლელი. ამიტომ უახლოეს მომავალში, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ეს საკითხიც იქნება. ჩვენ ასევე ინდივიდუალურად ვიმუშავებთ ევროპაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა .

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა