logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანის შეფასებით ნატო-ს არეალში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა
დავით ზალკალიანის შეფასებით ნატო-ს არეალში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა
17:25 13.07.2018
საქართველოს პარლმენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მიმოიხილა ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შედეგები.

დავით ზალკალიანის განცხადებით ნატო-ს არეალში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, საქართველომ მოახერხა იმ მოლოდინების მიღწევა, რომლებიც ქვეყანას გააჩნდა სამიტთან მიმართებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევები არსებობს ნატო-ს არეალში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა, არის მიღწეული. ჩვენი ერთ-ერთი მოლოდინი იყო, რომ საქართველო ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი მაღალი დონის ფორმატებში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და შედეგი მიღწეულ იქნა. კიდევ ერთი, ჩვენი მოლოდინი დაკავშირებული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გზავნილები ამ მიმართულებით. ეს ტექსტიც მივიღეთ და თუკი შეადარებთ წინა სამიტზე მიღებულ ტექსტს, ასეთი მკაფიო და კონკრეტული ტექსტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენ არ გვქონია“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით დეკლარაციაში ნატო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. დავით ზალკალიანის თქმით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარები საქართველოში განლაგებულია საქართველოს ნებართვის გარეშე, რაც მისი შეფასებით სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი დეფინიციაა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმოიხილა ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა, რაც მისი თქმით კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას აღიქვამს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით აღნიშნულ სამიტზე ოთხი ფორმატიდან საქართველო ორში იყო წარმოდგენილი, მათ შორის ერთი ფორმატი ცალკე ეთმობოდა საქართველოს, ხოლო მეორე მტკიცე მხარდაჭერის მისიას. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ სახელმწიფო მეთაურთა დონეზე გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრიორიტეტებსა და იმ კონტრიბუციას, რომელიც ქვეყანას გააჩნია გლობალური გამოწვევების, რადიკალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ მისიაში. ეს წვლილი არის მართლაც ძალიან დიდი, რაც არის დაფასებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ისინი აღიარებენ ამ წვლილს და ეს ყველაფერი ასახულია იმ დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეხვედრის შედეგად“ - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული დეკლარაცია უპრეცედენტოა და წარმოადგენს ვრცელ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესი, ასევე ეკონომიკისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.

„მოგახსენებთ, რომ არასდროს საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში არ ყოფილა მიღებული დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის დაფუძნებული კონსესუსზე. ეს გახლავთ კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელძღვანელის განმარტებით დეკლარაციაში რამდენიმე მიმართულებაა, რომელზეც საქართველოს მომავალში თანამშრომლობა ექნება ნატოელ პარტნიორებთან. მისი თქმით აღნიშნული მიმართულებები მოიცავს შავ ზღვაზე ინტენსიურ თანამშრომლობას, წვრთნებს საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე თანამშრომლობას კიბერ-უსაფრთხოების სფეროში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა