logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: მეთაურს უნდა ჰქონდეს ავტონომიის მაღალი ხარისხი
ლევან იზორია: მეთაურს უნდა ჰქონდეს ავტონომიის მაღალი ხარისხი
15:23 13.07.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ამოცანით მართვასა და მცირე ზომის ქვედანაყოფების ეფექტურობაზე ისაუბრა.
„ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა, სადაც აქცენტი მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფზე გაკეთდება. მის მეთაურს ავტონომიურობისა და ნდობის მაღალი ხარისხი ექნება, რათა ცენტრალიზებულად განსაზღვრული გეგმები დეცენტრალიზებულად აღასრულოს“- განაცხადა იზორიამ.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის წევრებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ხუთი მიმართულება მიმოიხილა, რომელიც მომავალში თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. ლევან იზორიას განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები და საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ასეულებისთვის საბრძოლო ტექნიკის ოპტიმალური განაწილება სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება.

„შესყიდვების სტრატეგიებიც სწორედ ტაქტიკური ქვედანაყოფების ტაქტიკური ტიპის იარაღის უზრუნველყოფით განისაზღვრება. მოდერნიზებაც მიზნობრივი და დანაყოფებზე ორიენტირებული იქნება“- განაცხადა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საბრძოლო მომზადების ერთიანი სტანდარტების შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება სწავლებებსა და წვრთნებში გამოიხატება. აღნიშნულ ამოცანას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, სიამაყით ვასრულებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად. მზადყოფნის პროგრამა თავისი აღჭურვილობის, წვრთნებისა და შენარჩუნების კომპონენტების უზრუნველყოფით ასეულების დონზე, ტაქტიკური ქვედანაყოფების მომზადებაზეა ორიენტირებული“ - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ დასახული გეგმები მომავალი ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა