გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი პოლონეთში შეხვედრებს
აგრძელებს.
დეპუტატი პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო.
ფორუმი, საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობას, ინვესტიციების განხორციელებას და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული შესაძლებლობების მიზნობრივ გამოყენებას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატი დელეგაციის წევრებთან ერთად აჯანყების მუზეუმსაც ესტუმრა და პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალსაც მიაგო პატივი.

















