logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას ტენდერების საკითხზე განმარტება გააკეთა
ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას ტენდერების საკითხზე განმარტება გააკეთა
15:16 13.07.2018
„მხოლოდ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პრიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის პირობებში, გამჭვირვალობისა და არა დისკრიმინაციის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ პიროვნებას მიეღო მონაწილეობა ტენდერებში“ - ლევან იზორიამ განმარტება იმ ტენდერებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიამ გაიმარჯვა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს შეკითხვა საქართველოს პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაუსვეს.

ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულმა პიროვნებამ მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ, ანუ ღია სახის ტენდერში და მისი ვინაობის წინასწარ ცოდნა შეუძლებელი იყო. „იმ კრიტერიუმებს, თუ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ, ღია ტენდერებში განსაზღვრავს კანონი და არა მე, ან ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, საჯარო მოხელეს, მათ შორის, მინისტრსაც აქვს სწორედ, კანონით განსაზღვრული ე.წ. როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერების მიმართ ეს არის ნეგატიური ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ უნდა ჩაერიოს ელექტრონულ ტენდერში და არ უნდა იცოდეს წინასწარ, თუ ვინ იღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისი განმარტებით, პოზიტიური ვალდებულება საიდუმლო ტენდერებთან მიმართებაში გულისხმობს, რომ როგორც მინისტრს, ასევე ცალკეულ სახელმწიფო ორგანოს აქვს ვალდებულება, იცოდეს ვინ იღებს ტენდერში მონაწილეობას.

აღნიშნული ტიპის ტენდერში კი, დევრიშაძეს მონაწილეობა არ მიუღია. „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლო შესყიდვების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს გარკვეულ ნებართვებს და ზღუდავს ცალკეულ სუბიექტებს. მთავრობის დადგენილებით ხდება სიის განსაზღვრა, თუ ვის აქვს საიდუმლო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„მე პირადად და ჩვენს გუნდს გვაქვს გარკვეული უხერხულობა, როდესაც ჯაშუშობაში ან სხვა ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა კანონის დაცვით მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში“, - აღნიშნა მან.

„ამ საკითხზე უკვე გავეცი სპეციალური დავალება, მოვიძიეთ საერთაშორისო პრაქტიკის გარკვეული მასალა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებითა და ჩვენი სამხედრო ატაშეების მხარდაჭერით, გვინდა გარკვეული შეზღუდვების ინიცირება მოვახდინოთ, მათ შორის, ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, ცალკეული სუბიექტებისთვის და კომპანიებისთვის, რათა შემდგომში ეს უხერხულობა და ხარვეზი ერთად გამოვასწოროთ“, -განაცხადა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა