ჯანდაცვისა და დევნილთა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს
განცხადებით, არცე ერთი ის მიმართულება, რომელიც ცალ-ცალკე არსებული სამინისტროების მიერ ხორციელდებოდა, გაერთიანების შემდეგად არ გადავა მეორე პლანზე.
ამის შესახებ სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ გაერთიანებების შედეგად არც ერთი ის მიმართულება, რომელიც ხორციელდებოდა ამ სამინისტროების მართვის ქვეშ ახლაც არ დაკნინდება და არ გადავა მეორე პლანზე. ამის დასტურია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტივობები, რომელიც ხორცილდება ჯერ კიდევ ცალ-ცალკე არსებული სამინისტრობის ქვეშ, მათ მრავალი კვეთა ჰქონდათ როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით.
ის გადაკვეთები, რაც ამ ორ სამინისტროში იყო, საშუალებას მოგვცემს პოტენცირება და გაძლიერება მოვახდინოთ და მივიღოთ უკეთესი შედეგები“- განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმითვე, გაერთიანებული სამინისტროს სახელწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება.

















