logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება
ლევან იზორია: ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება
12:43 13.07.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, ძალაშია.



მისივე თქმით, ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
ამის შესახებ იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლა ნატოს სამიტის შედეგების შეჯამებით დაიწყო. მისი განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების მიმართულებით მიაღწია. „მნიშვნელოვანი დეკლარაციები იქნა მიღებული - ერთი სამიტის და მეორე ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. მან ყურადღება გაამახვილა ადეკვატური დაფინანსების კუთხით მიღწეულ პროგრესზე: „ეს იყო სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტის 20% უნდა მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე, პარტნიორი ქვეყანა ნატოსთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ ეს მოთხოვნა 2024 წელს დასრულდეს. ეს იყო აღიარებული და დადასტურებული“.
ლევან იზორიამ დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც ისაუბრა, სადაც ახალი მიმართულებების შესახებ არის საუბარი, როგორიცაა: კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება და უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვა, რომელიც მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბით გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა