logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტში იღებს მონაწილეობას
გიორგი ვოლსკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტში იღებს მონაწილეობას
09:38 13.07.2018
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მე-3 სამიტში იღებს მონაწილეობას.



გიორგი ვოლსკიმ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის გასაძლიერებლად ხორციელდება. სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამიტში მონაწილე საპარლამენტო დელეგაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილება რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. საუბარი, აგრეთვე, ენერგეტიკის, სატრანსპორტო პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებს შეეხო.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე მარშალთან, მარია კოცთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.



დღესვე, გიორგი ვოლსკიმ საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.



ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების სპიკერების რიგით მე-3 სამიტში 8 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და 20-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე შედიან.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა