logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამთავრობო ცვლილებების საკითხის საკომიტეტო ფორმატში განხილვა დღეს დილიდან დაიწყება
სამთავრობო ცვლილებების საკითხის საკომიტეტო ფორმატში განხილვა დღეს დილიდან დაიწყება
09:35 13.07.2018
პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავარობის შემადგენლობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ კომიტეტებსა და პოლიტიკური ჯგუფებში განხილვის გრაფიკზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკითხების საკომიტეტო ფორმატში განხილვა  დღეს, 13 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კი განხილვა პოლიტიკურ ჯგუფებში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკი მოქნილი იქნება და ყველა დეპუტატს ექნება საშუალება დასვას შეკითხვა.

„როგორც წესი, განხილვა გრძელდება იმაზე მეტხანს, ვიდრე გათვალისწინებულია გრაფიკით და აქ პრობლემები, როგორც წესი, არ იქმნება ხოლმე. კომიტეტები მოუსმენენ ყველა მინისტრს, რომელიც წარმოადგენს საკუთარ მოხსენებას. ამის შემდეგ, ყველა დეპუტატს, ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება დასვას კითხვა და თითოეულ კითხვას გაეცემა პასუხი. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, რაც არის მთავარი საპარლამენტო განხილვისათვის. რაც შეეხება გრაფიკს, ის იქნება მოქნილი და იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს წაიღებს მოხსენებები და კითხვა-პასუხი, ბუნებრივია, გრაფიკში მოგვიწევს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით პრობლემები არ შეიქმნება არც საკომიტეტო მოსმენებისთვის და არც პოლიტიკური ჯგუფებისთვის“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, შალვა თადუმაძის კანდიდატურა.

ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.

საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, საკომიტეტო ფორმატში და პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომა ჩატარდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა