საქართველოს საელჩოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ირლანდიაში საქართველოს
საინვესტიციო პოტენციალის შესახებ: Georgia – Promising Market for Investment პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. გიორგი ზურაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებისა და ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
ბიზნეს პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ადგილობრივი ბიზნესისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

















