logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ
ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ
15:16 12.07.2018
ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც თემთა პალატის მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობის განვითარებას და მხარს უჭერენ ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ბრიტანელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო და დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერას ადასტურებენ.



განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. „თემთა პალატა საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს; პარლამენტარები მიესალმებიან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას; მხარს უჭერენ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობის გაღრმავებას; ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; აღნიშნავენ დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების, კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს; გამოხატავენ შეშფოთებას, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და აღნიშნავენ ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუარესებას; პარლამენტარები რეკომენდაციას იძლევიან, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ერთობლივი ძალისხმევით და ევროპული ერთიანობითა და სოლიდარობით, ხელი შეუწყონ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი და თემთა პალატის წევრები აწერენ.



აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით (Motion).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა