logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე
დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე
14:50 12.07.2018
"საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო- საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე. ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარი არის როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისი მხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.

მისი თქმით აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის გზები. „კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებული ძალებთან“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე „კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წვერი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP) როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებული თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წვერ ქვეყნებთან მიმართებაში ნატო-ს წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

„ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან“ - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურების დონეზე, მინისტრის განცხადებით ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა