logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ნატო-ს დეკლარაციაში დადასტურებულია, რომ საქართველოს გააჩნია პრაქტიკული ინსტრუმენტები ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
დავით ზალკალიანი: ნატო-ს დეკლარაციაში დადასტურებულია, რომ საქართველოს გააჩნია პრაქტიკული ინსტრუმენტები ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
10:10 12.07.2018
„გამოქვეყნდა ნატო-ს სამიტის დეკლარაცია , სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოზე. კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის პირდაპირ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან და იმყოფებიან მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე. მსგავსი სახის ჩანაწერი პირველად ხდება, როდესაც არის მითითება მასპინძელი ქვეყნის ნებაზე. ასევე არის მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. დავით ზალკალიანის განცხადებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და გააჩნია ის ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

„საქართველო-ნატო-ს ერთობლივი კომისია, ასევე ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის პირდაპირ მინიშნებები ამ სამივე მთავარ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და საუბარია იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული როგორც ასპირანტი ქვეყანა. უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას MAP-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ნატო-ს სამიტზე დაგეგმილ ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრას, რომელიც მისი თქმით უპრეცედენტოა და ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ეს იქნება შეხვედრა გამართული სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ამ შეხვედრას სავარაუდოდ მოჰყვება ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო დიდი, ვრცელი, მოცულობით და შინაარსით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ყველა ეს თემა, რომელზეც საუბარი არის კომუნიკეში ფართოდ იქნება გაშლილი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და იქ საუბარი იქნება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, საქართველოს ნატო-სთან თავსებადობას და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა