logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს 6 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა
დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს 6 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა
11:12 11.07.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა ისაუბრა როგორც ქვეყნის ძირითად მიღწევებზე, წარმატებებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე, ისე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი და აუზი, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები, მცხეთის მუზეუმი, ხიდები, გზები, სპორტული და დასასვენებელი მოედნები, მარცვლის გადამამუშავებელი ფაბრიკა, ახალი და რეაბილიტირებული სკოლები და ბაღები, ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა და ასევე აღნიშნა, რომ 6 წლის მანძილზე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში მხოლოდ საბიუჯეტო პროექტებით 815 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მცხეთა მთიანეთის მხარეში დაფინანსდა 37 911 შემთხვევა და დაიხარჯა 19 128 004 ლარი; პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში - 2014 წლის განმავლობაში აშენდა 82 სოფლის ამბულატორია; 2014-2015 წლებში განხორციელდა საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში მოქმედი 9 სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა“ - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება სოფლის ექიმებს, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, სოფლის ექიმების ნაკლებობა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაფართოება/გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

დეპუტატმა ნარკომანიის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 49 000 ინექციური ნარკომანი ფიქსირდება, რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა. ამ მიმართულებით ხუნდაძემ მთავარი პრობლემებიც დაასახელა:

• ბოლო პერიოდში დაიწია ნარკომომხმარებელთა ასაკმა

• ნარკოტიკული საშუალებების მიღების მიზნით 3-ჯერ გაიზარდა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის ფაქტები;

• გაიზარდა „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარება

რაც შეეხება გეგმას, დეპუტატის თქმით, საჭიროა:

• ნარკოვითარების უწყვეტი ზედამხედველობა;

• მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ;

• ადეკვატური ნარკოპოლოტიკის შემუშავება, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობას კი არ გაზრდის, პირიქით - შეამცირებს.



დიმიტრი ხუნდაძემ ტურიზმის კუთხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 5,392,303 ტურისტი ეწვია. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსული თანხა 3 მილიარდი ლარი იქნება.

დეპუტატმა ამ მხრივ არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში პრობლემად რჩება მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს. მისივე თქმით, სასწრაფოდ შესამუშავებელია გენგეგმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება რეგიონალურ და ინფრასტრუქტურული განვითარებას, დეპუტატის ანგარიშით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3 მილიარდ 140 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება შეუძლებელია. ჯერ კიდევ არსებობს სოფლები სადაც მოსაწესრიგებელია გზები, წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი“ - აცხადებს ხუნდაძე.

დასაქმებასა და უმუშევრობას რაც შეეხება, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დასაქმება ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ოჯახები იძულებულები არიან, სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ.

დეპუტატმა ყურადღება განათლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 41 %- ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება; 82 %-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის დაფინანსება და 83 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება.

დეპუტატმა დემოგრაფიული პოლიტიკაზეც ისაუბრა დააღნიშნა, რომ კომიტეტის ინიციატივით მიღებულია საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია; განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი; საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე შეიქმნა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგაშო პროგნოზზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის - საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.

„33%-ით იზრდება - აზერბაიჯანის მოსახლეობა; 7%-ით იზრდება - სომხეთის მოსახლეობა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს“- აღნიშნა ხუნდაძემ.

მცხეთის კულტურის სახლში დეპუტატის ანგარიშს როგორც ქალაქ მცხეთის, ისე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

ადგილობრივების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მარიამ ჯაში, დავით მათიკაშვილი, ირკალი ტრიპოლსკი, შოთა ხაბარელი, კობა ნარჩემაშვილი და მირიან წიკლაური. ასევე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მერი, გოგიტა კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მცხეთაში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ნამდვილად თვალშისაცემია. „ნამდვილად სასიხარულოა ის პროექტები, რაც, დიმიტრი ხუნდაძემ დაასახელა. ასევე, ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციები. დეპუტატმა ასევე ამაყად ისაუბრა სამუშაო ადგილებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დიახაც, ეს ასე უნდა იყოს და მომავალში ჩვენი წარმატების ინდიკატორი კიდევ უფრო მეტად უნდა გახდეს ის, თუ რა ხდება საჯარო სექტორში; ის, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება კერძო ინვესტიციების საშუალებით, ვინაიდან, მცირე მთავრობის კონცეფცია სწორედ ბიუროკრატიული დანახარჯის შემცირებას, თქვენი გადასახადებიდან ბიუროკრატიაზე ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. უფრო მეტი რესურსი კი იმ პროექტებს უნდა მოხმარდეს, რისი გაკეთებაც თქვენი, მოსახლეობის სურვილია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა