ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია
რეფორმების გატარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის გახსნამდე განაცხადა.
„სამიტზე ჩვენ ხაზს გავუსვამთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მადლიარებას გამოვთქვამთ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატოს სამშვიდობო მისიებში ავღანეთში. ვფიქრობთ, რომ საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია, მე არ შემიძლია ვისაუბრო კონკრეტულ დროზე, როდოს გაწევრიანდება საქართველო ალიანსში, მაგრამ ფაქტია მონტენეგრო გახდა ალიანსის წევრი და ხვალ ჩვენ ვაპირებთ წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას მაკედონიასთან. ასე რომ, ნატოს კარი ღიაა და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ძალაში რჩება“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

















