დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან სპეციალური მოხსენება გააკეთეს.
ეკა ბესელიამ და მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სამართალდამცავის სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ესწრებოდა.

















