ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დააყენებს საკითხს.
„წინასწარ ნუ ვისაუბრებთ ჩაშლა - არ ჩაშლაზე, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. შეხვედრაზე შევდივართ ამ განწყობით.
განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს, ასევე ვისაუბრებთ დავით ბაშარულის თემაზე, ამ კუთხით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ დავაყენეთ ახალგორის რაიონში დე-ფაქტო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უკანონო დევნის საკითხს.
ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციაზე“- განაცხადა ანთაძემ.

















