logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა შვედეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა შვედეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
16:17 09.07.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან მარტინა ქუიქთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას პოლიტიკის, თავდაცვის, სამართალდაცვით, განათლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში, ასევე, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

დავით ზალკალიანმა მარტინა ქუიქს შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა შვედეთის წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ხაზგასმით აღნიშნა.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა აღნიშნა, რომ შვედეთი ყოველთვის დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ უწყებებთან დაახლოების მხარდამჭერი. ის მოხარულია, რომ საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდში, ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რასაც თავისთავად შეუწყო ხელი განხორციელებულმა ორმხრივმა ვიზიტებმა. ხაზგასმით აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის. ასევე, გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. მარტინა ქუიქმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ყოველთვის იქნება ქვეყნის გულშემატკივარი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა