logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მომზადება იწყება
15:57 09.07.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა 12 პროფესორ-მასწავლებელთან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის სამართლის პროგრამის კოორდინირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშზე (RIA) იმუშავებენ.
ყველა მათგანს გავლილი აქვს GIZ-ის მიერ ორგანიზებული სპეციალური მომზადება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის საკითხებში.



„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტით ჩვენ გვსურს დავნერგოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის სამართალში არსებული სტანდარტის შესაბამისი იქნება. კანონპროექტი ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. მაღალია კანონპროექტის მიმართ საზოგადოებაში არსებული მოლოდინები“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.



კომიტეტის თავმჯდომარემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც საკითხის ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში განხილვისას გამოიკვეთა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, რის შემდგომაც პროექტმა მნიშვნელოვანი გადამუშავება განიცადა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს უკავშირდება. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად დავიწყეთ ამ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანალიზზე (RIA) მუშაობა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება როგორც მომხმარებლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ყველა პოტენციური შედეგი, რომელსაც ახალი კანონი გამოიწვევს. კანონპროექტი ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებს, აწესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. მეორე მხრივ კი, ქმნის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პირობებს. ამდენად, საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ოპერატორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.



ანგარიშის მომზადება მომავალი 3-4 თვის განმავლობაში მოხდება. კომიტეტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვას სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა