logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი: საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, უპრეცედენტოა
გიორგი ჩერქეზიშვილი: საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, უპრეცედენტოა
15:16 09.07.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია. მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე მთავრობის წევრები მეწარმეებს პირადად ხვდებიან, რათა ყველა შესაძლო კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. ამასთან, მინისტრები უშუალოდ მეწარმეებისგან იღებენ ინფორმაციას და ისმენენ მათ მოსაზრებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ქუთაისში მიმდინარე შეხვედრაში 200-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა - მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთელი დასავლეთ საქართველოდან.
„ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, მათ შორის მიმდინარე. მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ამ პროგრამების ბენეფიციარებს, რომლებთანაც ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ განვითარდეს აღნიშნული პროგრამები“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს,რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა