logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს
21:29 06.07.2018
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ პირველი მოსმენით განიხილეს.

„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, ხდება ანგარიშვალდებულების და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. მეორე მხრივ კი, ის ხარვეზები, რაც არსებულ რეგლამენტში არსებობს, კიდევ უფრო სისტემაში მოექცევა. წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით ის, რაც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, უფრო მეტად ნათელი და მკაფიო გახდება“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, რეგლამენტის პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში, პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მრავალი კონსულტაცია და შეხვედრა გაიმართა.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრებს რეგლამენტის პროექტის გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ახალი რეგლამენტი მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარეობს და ბევრი რამ, რაც რეგლამენტში იცვლება, დოკუმენტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

„მთავარი ამოსავალი არის საკონსტიტუციო რეფორმა. კონსტიტუციამ შეგვიცვალა ბევრი რამ პარლამენტთან დაკავშირებით და ეს ცვლილებები რეგლამენტში სწორად უნდა აისახოს, რადგან არასწორად ასახვის შემთხვევაში, ის ძალიან კარგი სიახლეები, რომელიც კონსტიტუციამ შემოგვთავაზა, შესაძლოა, ჩაიკარგოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც, მეტწილად, ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარმოდგენა პოლიტიკური დებატებით, საგაზაფხულო სესიის დასრულებისთვის; პრემიერმინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის სამი დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა. დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია პლენარული სხდომების დღეების ოდენობა, კერძოდ, პლენარული სხდომები ჩატარდება შესაბამისი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, ასევე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის ფარგლებში იქმნება თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დოკუმენტში არ არის ასახული, თუმცა, არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელებს ჰქონდეთ ვალდებულება, საქართველოს პარლამენტს ანგარიში წარუდგინონ. მისივე თქმით, ასევე, კარგი იქნება გაჩნდეს შესაძლებლობა დელეგაციის ხელმძღვანელს მოუსმინოს იმ კომიტეტმა, რომელი მიმართულებითაც დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო პლატფორმის ფორმატში მუშაობს. „მნიშვნელოვანია, რამდენად აქვთ დელეგაციის წევრების გარდა, სხვა დეპუტატებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთაშორისო პლატფორმებში და როგორი არის ბმა საერთაშორისო და ეროვნულ პარლამენტებს შორის. მოგვიანებით, გვექნება ვალდებულება, ეს ფორმალური ბმა გავაჩინოთ, ამიტომ, ვიდრე ეს ვალდებულება გაგვიჩნდება, პროაქტიულად შეგვიძლია დავასწროთ და სხვებსაც მაგალითი მივცეთ, მათ შორის, შესაძლოა, ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

„მისასალმებელი ინიციატივაა, რომელსაც მხარს დავუჭერდი. სასურველია, ანგარიშგება მოხდეს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის სრული შემადგენლობის მონაწილეობის შესაძლებლობით. სწორი იქნება, თუ ყველა მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობის შესახებ პარლამენტს ანგარიშის მოსმენის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. მისი თქმით, დოკუმენტის შემუშავებისთვის გაწეულია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც უდავოდ მისასალმებელია. „ჩვენ გვექნება ერთიანი კოდიფიცირებული დოკუმენტი, რომელშიც სრულად არის თავმოყრილი საპარლამენტო მუშაობის პროცედურა. ის მიზანი, რომელიც გვაქვს და გულისხმობს ერთი მხრივ-საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, მეორე მხრივ-ძლიერი მაკონტროლებლის ინსტიტუტის ფორმირებას და გაძლიერებას, ეს მიზნები იქნება მიღწეული სწორედ იმ სიახლეებიდან გამომდინარე, რომელზეც ახალ რეგლამენტშია საუბარი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

რეგლამენტის პროექტის წარდგენის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტების წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რომლებიც რეგლამენტში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას, პლენარული სხდომების გაზრდილი დღეების ოდენობას, სხდომის გახსნისას კვორუმის აუცილებლობის გაუქმებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რეგლამენტში პარლამენტის ადგილსამყოფელი არ უნდა იქნას განსაზღვრული. თამარ ხულორდავამ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც პარლამენტის პლენარული სხდომები დედაქალაქში უნდა გაიმართოს.

„ეს არ არის საკითხი, რომელიც განხილული უნდა იყოს, როგორც ახირების საგანი. ჩვენ გვინდა ეფექტური, ძლიერი პარლამენტი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩართულია პოლიტიკურ დებატებში. სესიების განმავლობაში, ჩვენი ქუთაისში ყოფნა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული იმ კონფერენციებში, დისკუსიებში, თუ შეხვედრებში, რომელიც ამ პერიოდში დედაქალაქში მიმდინარეობს. აუცილებელია, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც არ არის ადვილი. ქუთაისის პარლამენტის სასახლის მშენებლობაზე შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნა გაწეული, მაგრამ ნამდვილად ღირს, მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გამართულად შევასრულოთ როგორც საკანონმდებლო მუშაობის, ისე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფუნქცია. ხელი შევუწყოთ, რომ ეს პარლამენტი იქცეს პოლიტიკური დებატების ცენტრად. ეს იქნება მიღწეული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ახლოს ყველა იმ პოლიტიკურ პროცესთან, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ამას გაცილებით უკეთ შევძლებთ, თუ პარლამენტი დედაქალაქში იმუშავებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის განსაზღვრა პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს და იგი უმრავლესობის შიგნით, გუნდის კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს. მომხსენებელმა კომიტეტის წევრების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.
მისი განცხადებით, რეგლამენტის პროექტზე სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება და სანამ მას ყველა კომიტეტი განიხილავს და პლენარულ სხდომაზე გასატანად საბოლოო რედაქცია მომზადდება, კონსულტაციების შედეგად, მასში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა