logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო
13:37 06.07.2018
სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა, აბდურრაჰმან მუსტაფამ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, და გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

აღსანიშნავია რომ ეს უკვე სირიის მეორე ოპოზიციური კოალიცაა რომელმაც დაგმო ასადის რეჟიმის ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებით.



ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ.


სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის განცხადებით, ასადის რეჟიმი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოზიცია არის უკანონო. აბდურრაჰმან მუსტაფა აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთისგან მიღებული ბრძანებების საფუძველზე, ვინაიდან ის გადაქცეულია უბრალო პაიკად რუსეთის ადმინისტრირების ქვეშ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველმა და სირიელმა ხალხმა თავის თავზე იწვნია რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკანონო რეჟიმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა მათი თავისუფალი და ღირსეული განვითარების შეფერხებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბდურრაჰმან მუსტაფა შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს, და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში, ინგა კიკვაძეს, რომლის დროსაც განხილულ იქნა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა გამოხატა ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა სირიელი და ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ თანამშრომლობის სურვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა