logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ბერლინის სესიაზე ჩვენი მთავარი მიზანია რეზოლუციის პროექტის „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ დამტკიცება
სოფიო ქაცარავა: ბერლინის სესიაზე ჩვენი მთავარი მიზანია რეზოლუციის პროექტის „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ დამტკიცება
12:38 06.07.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 7-11 ივლისს, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველ წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საკომიტეტო და პლენარული სხდომები ერთი თემის გარეშემო - „პარლამენტების როლი ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში“ ჩატარდება, რომელზეც ეუთოს სივრცეში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, დემოკრატიულ, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხებზე შესაბამისი რეზოლუციების პროექტებს და დამატებით ოქმებს განიხილავენ.


„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბერლინის ყოველწლიურ სესიაზე ჩვენი დელეგაციის უმთავრესი ამოცანაა რეზოლუციის პროექტის დამტკიცება „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“, რომელიც მკაფიოდ ასახავს ყველა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს, რაც კონფლიქტის მოგვარებას, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციას და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს და მათზე რეაგირებას შეეხება. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. კერძოდ, ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უალტერნატივო გზაა“-განაცხადა ქაცარავამ.



სოფიო ქაცარავას ინიციატივით მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.



განსახილველ დოკუმენტში ასამბლეა გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.



რეზოლუციის პროექტში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.



დოკუმენტში ასახულია საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოვებისკენ.



გერმანიის ბუნდესტაგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან ერთად (ODIHR) ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „პარლამენტების როლი ეუთოს სივრცეში ზედამხედველობის გაძლიერების საკითხებში“, რაც მოიცავს საქართველოს პარლამენტში საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის ჩატარებული ღონისძიებების მიმოხილვას, არსებულ პროგრესს და ODIHR-ის კონტრიბუციას ეუთოს წევრი ქვეყნებისთვის. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან: დელეგაციის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ODIHR-ის დირექტორი ინგიბორგ გისლადოტირი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი იზაბელ სანტოსი და შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი მარგრეტ კინერ ნელენი.



ასამბლეის ფარგლებში დელეგაცია გამართვას ორმხრივ შეხვედრებს ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხეთის და სხვა წევრი ქვეყნების დელეგაციებთან, სადაც ძირითადი განხილვის თემები საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნება.



დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სოფიო ქაცარავა, გიგი წერეთელი, გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა