logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს შეხვდა
10:44 06.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ საიმონ მაკდონალდს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. ამასთან, პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად მიმდინარე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადებას, ქართული მხარის მოლოდინებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს. ასევე ხაზი გაესვა ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ალიანსის წევრი ქვეყნების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს შემდგომი, აქტიური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. მან კონკრეტულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“, რომელიც არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დამძიმების პრევენციას ემსახურება, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
სერ საიმონ მაკდონალდმა, თავის მხრივ, დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ვიზიტის ფარგლებში სერ საიმონ მაკდონალდმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა