logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო კომიტეტებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს
საპარლამენტო კომიტეტებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს
15:16 05.07.2018
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტისთვის რეგლამენტის პროექტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.

„პარლამენტის წევრებისთვის, კონსტიტუციის შემდეგ რეგლამენტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული, მაღალი სტანდარტების და კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგლამენტი გვქონდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო. მისი განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო ჯგუფი შედგებოდა იურიდიული კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, იურიდიული დეპარტამენტის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებისგან.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში გაიმართა ძალიან ბევრი კონსულტაცია და შეხვედრა როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომდგენელბთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტი გამომდინარეობს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებიდან და ბევრი რამ, რაც რეგლამენტში იცვლება მიმართულია იმისკენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, რეგლამენტს დაემატება გამოყენებული ტერმინების მუხლი.

ერთ-ერთი ახალი ტერმინია ოპოზიციის განმარტება. პროექტის თანახმად, ოპოზიცია არის პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით.

რეგლამენტში ოპოზიციის დეფინიციის გაჩენა განაპირობა კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა.

ამავე მუხლში ხდება ასევე ანგარიშვალდებული ორგანოს, ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების განმარტება.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა.

რეგლამენტის პროექტის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო კომიტეტების გადაწყვეტილებით, ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობა მომდევნო სხდომებზე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა