logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
ლევან დავითაშვილი: ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
10:42 05.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ შევიმუშავეთ სექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი - ეროვნული სატყეო კონცეფცია და ვმუშაობთ ტყის კოდექსის კანონპროექტზე. როგორც იცით, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ამას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ აღნიშნა, საქართველოში ტყეების განვითარების, კონსერვაციისა და აღდგენის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას. დაუშვებელია ტყის გაჩეხვა - განადგურება, რადგან ტყე ყველას ეკუთვნის.
ელჩის განცხადებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოსთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ტყის სექტორის განვითარების პროცესში.
კონფერენციაზე, ტყეების მართვის ინსტიტუციურ და ფინანსურ-ეკონომიკურ მოდელებთან ერთად, ტყეების საჯარო და ეკოსისტემური მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სატყეო დარგის განვითარების ინიციატივები წარმოადგინეს.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბორჯომის ნახანძრალი ტყეების ნიადაგების აღდგენისა და სტიქიური პროცესების პრევენციის გეგმა, საქართველოს ტყეებში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეებისა და ზონირების რუკა, თბილისის ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი და საგანმანათლებლო პროგრამა მდგრადი განვითარების მიზნების სათემო დონეზე დანერგვისათვის.
„ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელ კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა და სექტორის განვითარებაში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა