პარლამენტის ამჟამინდელი შენობის მიმართ ინტერესს როგორც ქართული, ისე უცხოური საინვესტიციო ჯგუფები გამოხატავენ.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა.
„ერთადერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რამდნიმე საინვესტიციო ჯგუფს აქვს ინტერესი პარლამენტის შენობის მიმართ, ეს ეხება უცხოურ საინვესტიციო ჯგუფებსაც და ქართულსაც. თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე უკეთესი იქნება ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ, ვინაიდან შენობა სახელმწიფო ბალანსზეა და მისი განმკარგველი სახელმწიფო იქნება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებსაც თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრო წარმართავს.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობა უკვე გაყიდულია.

















