logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა
დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა
16:27 04.07.2018
გერმანიის ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები საქართველოს ეწვევიან. ამის სურვილი ჯგუფის წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის დროს გამოხატეს.

მათ მადლობა გადაუხადეს მინისტრს საქართველოს შესახებ ვრცელი და ინფორმატიული მიმოხილვისთვის და ხაზი გაუსვეს იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ჯგუფის წევრების განცხადებით სქართველო უდავოდ ლიდერია რეგიონში ბევრი მიმართულებით და საქართველოს განსაკუთრებული სიახლოვე აქვს ევროპასთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ქვეყნის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანია-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ განვითარებაში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებში, რასაც ადასტურებს ის წარმატება და ხელშესახები შედეგები, რაც საქართველომ ამ პროცესში მიიღო. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც დამატებით იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს პარლამენტში გერმანიასთან მეგობრობის ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიასთან პარტნიორობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, კონფლიქტის მოგვარების იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. დავით ზალაკლიანმა გერმანელ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის სასტიკ ფაქტებზე და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე. ზალკალიანის განცხადებით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემდგომ თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, განათლების სისტემის რეფორმირებას და ქვეყნის მოდერნიზაციას. დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ახალი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრაციას. შეხვედრაზე აღინიშნა ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა, ამ მხრივ ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებას, რაც კარგი საშუალებაა ახალგაზრდებს, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების დასამყარებლად. ასევე აღინიშნა გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ მზარდი ინტერესი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა