„როდესაც ვსაუბრობთ თბილისზე, როგორც ,,სიცოცხლით სავსე ქალაქზე" ვთანხმდებით, რომ აქ ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი საკითხია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნდა.
,,მადლობას იმსახურებს თბილისის მერია და ,,სითი ინსტიტუტი”, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გენგეგმა, რომელსაც უახლოეს პერიოდში განიხილავს თბილისის საკრებულოც.
აქვე აღსანიშნავია, რომ მასში გათვალისწინებულია ის შენიშვნებიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნდა.
შესაბამისად, გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საიმისოდ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ევროპული ქალაქი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

















