საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კობახიძის თქმით, ეს დღე საზეიმოა ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა.
„ჩვენს მთავარ მოკავშირეს, სტრატეგიულ პარტნიორს და ერთგულ მეგობარ ქვეყანას-ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი უკეთესი მსოფლიოს და მომავლის ასაშენებლად აკეთებენ“- აცხადებს კობახიძე.

















