logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია
10:43 04.07.2018
„გაერთიანებული ევროპის მზერა მხოლოდ ძველი მეგობრებისკენ, დასავლეთის, სამხრეთის ან ჩრდილოეთის მეგობრებისაკენ კი არაა მიმართული. არა! გაერთიანებული ევროპის მზერა მიმართულია ასევე და პირველ რიგში აღმოსავლეთისაკენ. ევროკავშირის შემოქმედებით ძალის გამოყენება, მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მშვიდობისა და დემოკრატიის პროექტს - ევროკავშირს - მშვიდობისა და დემოკრატიის სრულიად ევროპის პროექტად ვაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. და ამაში საქართველო, ჩვენთვის, პირადად, გამორჩეულ როლს თამაშობს, რადგან ჩვენი ქვეყნები, პატივცემულო ელჩო, პატივცემულო კოლეგავ, ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორობის გრძელ ისტორიას ითვლიან“ - განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიის საუკუნოვან ისტორიაზე და გაიხსენა გერმანული დასახლებები საქართველოში. მისი თქმით ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის დაახლოებაში, „ვიზალიბერალიზაცია გასაღებია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გაცვლა-გამოცვლა შედგეს, რომ ერთმანეთი გავიცნოთ. ამ შემთხვევაში მე იმედს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებ, რომ წინასწარი ცრუ შეხედულებების გარეშე გადავარჩენთ ევროპას, უსაფრთხოს გავხდით მას“ - აღნიშნა როთმა.


მისი განცხადებით გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში ეფუძნება სწორედ საერთო ღირებულებებით ხიდების მშნებლობას.



„აღმოსავლეთთან მიმართებით, ეს ახალი პოლიტიკა არაა არავის წინააღმდეგ მიმართული. ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამა თუ იმ ქვეყანამ ხიდი უნდა ჩატეხოს ტრადიციულ - ხშირ შემთხვევაში - რთულ პარტნიორთან თუ მეზობელთან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. და ეს ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია. ეს არის ხიდი, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული: დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე „კეთილდღეობა ბევრს“” - აღნიშნა როთმა.



მისი თქმით გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიაობას. მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა.



„ყველა ჩემ კოლეგას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, კვლავ იქ დაბრუნება უნდა. მეც ასე ვარ. მეც ძალიან ვისიამოვნე, როცა თბილისში ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ჩემს პირველ მოგზაურობას, კვლავ ბევრი მოჰყვება. მხოლოდ ისეთი შესაძლებლობა ხომ არ არსებობს, როგორც თქვენ (მიმართავს მუსიკოსებს) რომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და გერმანიაში მეორე, ახალი სამშობლო იპოვეთ. შეიძლება, შორეულ მომავალში ამა თუ იმ გერმანელმაც იპოვოს ახალი სამშობლო საქართველოში“ - განაცხადა მიხაილ როთმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა