პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები დღეს სტრუქტურულ ცვლილებებს კენჭს პირველი
მოსმენით უყრიან.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი 116 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
„მთავარი მიზანი ამ ცვლილებების ეს არის ეფექტიანი და გაცილებით მოქნილი ადმინისტრირება მცირე ზომის მთავრობის პირობებში“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი გუშინ კომიტეტებში განიხილეს.

















