logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნეს
ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნეს
09:57 04.07.2018
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარსდგა ინგლოშტადის ქართული კამერული ორკესტრი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.



საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველო-გერმანიის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე, რომელსაც მისი განცხადებით ღრმა ფესვები აქვს და თანამედროვე პერიოდშიც გრძელდება. მისი თქმით საქართველო და გერმანია მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გერმანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი იყო და ამ მხარდაჭერას დღესაც განაგრძობს. „ამ პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საქართველოს ტრანსფორმაციისა და განვითარების მიმართულებით სანიმუშოა“-აღნიშნა ზალკალიანმა.



საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას ხაზი და ისაუბრა ამ მიმართულებით გერმანიის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებაზე, დავით ზალკალიანის თქმით გერმანია დღემდე რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ჩატარება და მის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რისი საზეიმო დაგვირგვინებაც იქნება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა