საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი პირობას დებს რომ
საქართველოში დაბრუნდება.
როგორც სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანიის, RTVI-ს ეთერში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას მისი დაჭერა არ შეუძლია.
"მათ რომ ჩემი დაჭერა შეძლებოდათ, უკრაინიდან დიდი ხნის წინ ჩამიყვანდნენ თბილისში. მათ ჩემი დაკავება არ შეუძლიათ, რადგან რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. მე საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვარ. მე შევქმენი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მე ის კაცი ვარ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოაჩინა. ჩემს პრეზიდენტობამდე საქართველო მსოფლიოს რუკაზე საერთოდ არ ჩანდა. მე შევქმენი ყველა თანამედროვე ქართული ინსტიტუტი, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ბოლომდე ვერ დავასრულე და იმავე დონეზეა, როგორიც დავტოვე... ამიტომაც ოლიგარქისათვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნაწილი ვერ გახდა, ციხეში ჩემი ჩამწყვდევა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-აცხადებს სააკაშვილი.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: WWW.NSP.GE

















