logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა
16:17 03.07.2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა.

კანონპროექტები კოლეგებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააცნო.
პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება. კერძოდ, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“. ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“.

მესამე მოსმენით განიხილეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები იცვლება ტერმინით ,,საქართველოს თავდაცვის ძალები”.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ზუსტდება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი.

მომხსენებლის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში რედაქციული ხასიათის ცვლილება არ შესულა.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა