logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის
გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის
16:15 03.07.2018
რუსეთთან, ცენტრალ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის, დირკ ვიზეს განცხადებით, გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის.


მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, მიიწევს დასავლეთისკენ და გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ხედვასა და პერსპექტივებს.



„სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და დღევანდელ შეხვედრაზეც ვიხილეთ, რომ საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ. რაც დღეს მოვისმინეთ არის ძალიან პოზიტიური სიგნალი და რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ არის ის, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ამ გზას და ამ პერსპექტივას. შთამბეჭდავია, პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არსებობს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რასაც კვლევებიც ადასტურებს. 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირს და ევროპულ ფასეულობებს რომელსაც ვიზიარებთ, რაც შთამბეჭდავია იმასთან შედარებით, რომ ბევრ ევროკავშირის წვერ ქვეყანაში ეს მხარდაჭერა ძალიან დაბალია’ -განაცხადა დირკ ვიზემ.

მისი განცხადებით, გერმანიის მხრიდან საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა ის რომ, გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერი პროგრამის დაფინანსება 14 მილიონი ევროდან 17 მილიონ ევრომდე იზრდება, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს განავითარონ ურთიერთობები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.



გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობასა და ამ კუთხით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია გერმანიის მხრიდან. დირკ ვიზემ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსა და გერმანიის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობა უვიზო რეჟიმის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.



„უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არის გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას, რადგან მნიშვნელოვანია გავამყაროთ მოსახლეობას შორის კავშირები. ორივე ქვეყნის მთავრობას აქვს ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ მცირე პრობლემების მოსაგვარებლად, რაც უვიზო რეჟიმის პირობებში წარმოჩინდა“ -განაცხადა დირკ ვიზემ.



მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მისი განცხადებით მიმართულია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებისკენ.



„ეს არის შესაძლებლობა ვანახოთ ხაზის იქით მცხოვრებ მოსახლეობას, თუ როგორ პოზიტიურად ვითარდება საქართველო და როგორი პოზიტიური რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში“-განაცხადა მან. დირკ ვიზემ ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა და ის კონსტრუქციული ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. მან საქართველოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ამ პროცესში. „მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიორიულ მთლიანობას და გარწმუნებთ რომ ამ საკითხში ვართ თქვენი მჭიდრო მოკავშირეები“-აღნიშნა ვიზემ.



გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე პოზიტურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დივერსიფიკაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისკენ.



„დღეს თქვენ ცდილობთ ეკონომიკური თანამშრომლობის დივერსიფიკაციას, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებთან. ასევე, თქვენ ცდილობთ საქართველო იყოს დასავლეთ და აღმოსვალეთ ქვეყნების დამაკავშირებელი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი, ასევე ჩართულები ხართ ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. ვფიქრობ ეს არის კარგი შესაძლებლობა, თქვენი ეკონომიკის განსავითარებლად და ასევე იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ახლა გაქვთ, მათ შორის თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით. ვხედავთ, რომ ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს, რაც ასევე ხელს უწყობს თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო კარგ გზაზე დგას ევროპული ინტეგრაციის კუთხით“-აღნიშნა ვიზემ.



აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას და გერმანიის სამოქალაქო სექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა