logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს
15:45 03.07.2018
პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.



წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.



ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოუდგინა.



„ქვეყანას სჭირდება მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღლი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი“,- განაცხადა ნათია მიქელაძემ.



საპარლამენტო მდივანმა სამთავრობო უწყებების შემდგომი გაერთიანება-ოპტიმიზაციისა და ფუნქციების გადანაწილების შესახებ ისაუბრა, რომელიც დაგეგმილი რეფორმის სწრაფად და ეეფქტიანად განხოციელებისა და ბიუროკრატიის შემცირების მიზნით არის შემოთავაზებული.



საკითხის განხილვისას შენიშვნა გამოითქვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ დასახელებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის მიესალმება ასეთ გაერთიანებას, „თუმცა, ასეთი სახელწოდებით გამოდის, რომ ეს არის დევნილთა და მათი სოციალური დაცვის სამინისტრო. დევნილთა საკითხიც სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ისევე როგორც ყველა მიზნობრივი ჯგუფის. არ იქნება სწორი მათი ჩაშლა, რადგან მაშინ დასახელებაში უნდა აისახოს შშმ პირთა, დედათა და ბავშვთა, ხანდაზმულთა და სხვა ჯგუფებიც. მით უმეტეს, რომ აქ მხოლოდ სოციალურ ნაწილზეა აქცენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამინისტროს დასახელება უნდა დარჩეს ის რაც იყო, ცალკე გამოყოფა არ არის სწორი“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტს, აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა