logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ფრიდრიხ ებერტის ფონდში საქართველოს მთავრობის პროგრამასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა
დავით ზალკალიანმა ფრიდრიხ ებერტის ფონდში საქართველოს მთავრობის პროგრამასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა
15:42 03.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში მონაწილება მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.

ღონისძიება ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორთან მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა როლანდ შმიდტმა გახსნა. მან მიმოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გერმანული პოლიტიკური ფონდი იყო, ვინც თბილისში კავკასიის ოფისი დააფუძნა. „დასავლეთის გზა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და არა მხოლოდ ახლა, არამედ 100 წლის წინაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, რომელიც წარმოადგენდა ევროპული სოციალ-დემოკრატიული წყობის საუკეთესო მოდელსა და პრეცენდენტს“ - აღმნიშნა მან. რონალდ შმიდტის განცხადებით ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ამჟამად მუშაობს კარლ კაუცკის წიგნის თარგმანზე, რომელიც მან საქართველოს პირველ დემოკრატულ რესპუბლიკას მიუძღვნა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა გერმანელ ექსპერტებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, ის ხუთი მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განახლებული მინისტთა კაბინეტის საქმიანობის მთავარ ხაზს წარმოადგენს. დავით ზალკალიანის განცხადებით აღსანიშნავია, რომ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მისი განცადებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მიზნად ისახავს ინოვაციურ რეფორმებს ყველა მიმართულებით, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით მიღებული სიკეთეების რიგით მოქალაქეზე გავრცელებას.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური ამოცანები და ამ მიმართულებით დასახული გეგმები. ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ წარმატებაზე, ასევე ევროკავშირთან მეტი ფიზიკური და სექტორული დაახლოების მიზნით მთავრობის გეგმებზე, რომელიც ინიციატივაში „ევროკავშირის საგზაო რუკა“ ერთიანდება. საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს. მინისტრის განცხადებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატო-ს სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ისევე როგორც საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი სამიტის ფორმატებში და ასევე ახალ განზომილებას შეიძენს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.

გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მან ღონისძიების მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების, ასევე დამოუკიდებლობის შემდგომი ტრანსფორმაციის პროცესში. მან ამ მხრივ განსაკურებით ხაზი გაუსვა საქართველოში ებერტის ფონდის საქმიანობის მნიშვნელობას და სიმბოლური უწოდა იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში სწორედ ფრიდრიხ ებერტის პრეზიდენტობის დროს გერმანიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა