საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ბოჭორიშვილი დაინიშნა.
როგორც ბოჭორიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, სამინისტროში ის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც იმუშავებს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს.
ქეთევან ბოჭორიშვილი ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

















