logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლებისა სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლებისა სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს
18:17 02.07.2018
პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2-ეტაპიანი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა ბულინგის აღმოსაფხვრელად. „ერთი თვის წინ დავასრულეთ მუშაობა მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად 4-თვიანი მუშაობის შედეგი იყო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ერთი კრიტიკული ელემენტი, მაგრამ არაერთადერთი. ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

მისი ინფომაციით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში კვლევის პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე - 35 000 მოსწავლე გამოიკითხა. ასევე, შესწავლილი იქნა საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განმარტებით, უსაფრთხო სკოლის ამოცანაა პოზიტიური, უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი, ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს ფორმირება სკოლაში და შემდგომში მისი მართვა, რაც განაპირობებს როგორც აკადემიურ წარმატებებს, ასევე პიროვნულ განვითარებას. „უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც აუცილებელი წინაპირობა განათლებისათვის“, - განაცხადა ლია გიგაურმა. დღეს მან ისაუბრა უსაფრთხო სკოლის რამდენიმე კომპონენტზე:

• ფიზიკური უსაფრთხოება,

• ფსიქო-ემოციური უსაფრთხეობა,

• კონფლიქტების და ბულინგის პრევენცია და მართვა.

მიმოიხილეს საქართველოს სკოლებში არსებული სიტუაცია, იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაში უკვე მოქმედებს, ეფექტური მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.

„სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინდიკატორები, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ასევე რეაგირების, ბულინგის, საგანგებო სიტუაციების მართვის თვალსაზრისით უნდა იყოს ინტეგრირებული სკოლების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სქემებში და მოგვცემს საშუალებას, დინამიკაში დავაკვირდეთ სიტუაციის ცვლილებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მას მიაჩნია, რომ სახელოვნებო და სპორტული განათლება მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ სწორედ სპორტული და სახელოვნებო განათლების კომპონენტის გაძლიერებით შეძლო ძალადობის როგორც პრევენციის გაუმჯობესება, ასევე მოსწავლეთა შორის კონფლიქტის აღმოფხვრა“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა