logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი
დავით ზალკალიანი: ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი
17:15 02.07.2018
„საქართველო, რომ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, ამას ცხადყოფს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპასთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული თვალსაჩინო წარმატებები, რაც საყოველთაოდ დაფასებულია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის გერმანიის მიერ. გერმანიასთან ძალზე ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში. ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი, განსაკუთრებით საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებაში. დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა, რაც ჩვენი ევროპელი კოლეგების დიდი დამსახურებაა“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს მინისტრის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბერლინში.

მისი თქმით გერმანიას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი წვლილი შეაქვს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის პროცესში. დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-გერმანიის არსებულ ურთიერთობებს აქვს დიდი პოტენციალი თვისებრივად ახალ დონეზე ავიდეს.

ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ზალკალიანი მიესალმა გერმანელი მინისტრის ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას აღმოსავლეთ სამეზობლოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, ევროპულად აზროვნებენ და ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ითავისებენ. „ეს სიტყვები საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, მკაფიო და თვალსაჩინო აღიარებაა“- დასძინა ზალკალიანმა.

მედიასთან ერთობლივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორცილებულ წარმატებულ რეფორმებზე, რაშიც დიდ როლს თამაშობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. მისი თქმით საქართველოს ამბიციაა, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს რისთვისაც ქვეყანამ შექმნა „ევროინტეგრაციის საგზაო რუკა“, „ჩვენი ამბიციაა საქართველო იყოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი რეგიონში და არა მხოლოდ. ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ“ - განაცხადა მინისტრმა და საგზაო რუკის მიზნების რეალიზაციაში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილებისათვის და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით მოსახლეობამ ევროპული ტრანსფორმაციის რეალური სარგებელი მიიღო. მისი თქმით საქართველო მზად არის მომავალშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ნებისმიერი დარღვევის აღსაკვეთად.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ნატო-ს სამიტის კონტექსტში და ასევე საქართველო-გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მსურს გერმანელ კოლეგასთან ყურადღება გავამახვილო მომავალ ნატოს სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ რეალობის სათანადო შეფასებაზე. დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“ -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და მნიშვნელობა.

გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გადაადგილების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დაზღვევების საკითხებს. მისი თქმით მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების, ასევე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლსა და საქართველოს მთავრობის ინციატივაზე“ ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რაც ოკუპირებულტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს საშუალებას, ისარგებლონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციით მიღებული სიკეთეებით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრი მიესალმა „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას. 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ კულტურის მატარებელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა