სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ
განიხილებიან მთავარი პროკურორის კანდიდატებად.
ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახავთ საკონსკურსო კომისიის შედეგებს. როგორც ვიცი, 4 ივლისამდე აქვს ვადა. მე არ ვიცი კონკრეტულად ვისზე რა განაცხადია შესული. მითუმეტეს, დღეს ისე შეიძლება ადამიანმა შენზე განაცხადი შეიტანოს, რომ არც იცოდე, იმიტომ რომ კანომდებლობა არ ითვალისწინებს თანხმობას კანდიდატისას“- განაცხადა კახიშვილმა.

















