სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ მინისტრის პოსტზე
აღარ დარჩება, საქართველოს განვითარებაზე ნებისმიერი პოზიციიდან იზრუნებს.
ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, ამ ქვეყანაში და ნებისმიერი პოზიციიდან ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.“- განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების უწყების ცალკე სამინისტროდ არსებობა აუცილებელი არაა.
„იყო პრობლემა, როდესაც 2008 წელს, საქართველოს პროკურატურა შეუერთდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ გაჩნდა ინტერესეთა კონფლიქტი. არ შეიძლებოდა, რომ დევნის ორგანო და სასჯელის აღსრულების ორგანო ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელის ქვეშ. აქედან გამომდინარე გამოეყო და შეიქმნა ეს სამინისტრო, დღეს დიდი საჭიროება ამ სამინისტროს ცალკე სამინისტროდ არსებობის, არ არის, მითუმეტეს, ევროპულ ქვეყნებში სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სმაინისტროს ქვეშაა“- განაცხადა კახიშვილმა.

















