განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, დიდი
ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო დამოუკიდებლად, ან ტურიზმის სფეროსთან გაერთიანებული არსებობს.
მისივე თქმით, მომხრეა, რომ ტურიზმი, კულტურა და სპორტი ცალკე უწყებად დარჩეს.
„დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე ან ტურიზმთან ერთად გაერთიანებული. მე უფრო მეორე მიმართულების მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ ტურიზმი, კულტურა და სპორტი დარჩეს ცალკე და თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით, თუმცა, ბუნებრივია, ეს განხილვას მოითხოვს“- განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთიანდება.

















