მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
დეპუტატებს დღეს წარედგინება.
პარლამენტარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების სისწრაფერს ემსახურება.
„ცვლილებებით უფრო მოქნილი და ეფექტიანი უნდა გახდეს მმართველობის სიტემა, რომლის მიზანიცაა, რომ მოქალაქეს მოემსახუროს კონკრეტული შედეგით და ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა, არამედ გადაწყვეტილების სიწრაფე“- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით მთავრობის ახალ შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.

















