გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მცირე
მთავრობის კონცეფცია მიმართულია იქით, რომ მოსახლეობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შედეგები სწრაფად მიეწოდოს.
მისივე განცხადებით, მცირე მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნების შესრულებას უფრო ეფექტურად შეძლებს.
„მმართველობითი რეფორმა, რომელიც ჩვენ მიერ იყო დაანონსებული გრძელდება. რაც გულისხმობს, ჩვენი სტრუქტურები უნდა იყოს უფრო ადეკვატური იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც გვაქვს, გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსახლეობამდე უფრო სწრაფად და უფრო მოქნილად უნდა მივიტანოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ დროში უნდა იყოს შემჭიდროვებული ეს პროცესი და ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო სწრაფი ზრდა და ეს ზრდა იყოს ინკლუზიური ანუ ეხებოდეს მოსახლეობის ყველა ფენას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

















