logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემსწრე პირებამდე ზვიად კუპრავას დაკითხვა არასწორია
ეკა ბესელია: ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემსწრე პირებამდე ზვიად კუპრავას დაკითხვა არასწორია
12:46 02.07.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, არასწორია , რომ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებული ან შემსწრეა ხორავას ქუჩის ტრაგედიის, კუპრავას დაკითხვაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
ამის შესახებ ბესელიამ კომისიაზე ზვიად კუპრავას დაკითხვის თაობაზე, საკითხის კომენტირეისას განაცხადა.
„არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყო კომისიის მხრიდან, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა, პირველი წყაროს ინფორმაციის მატარებელია - მათზე ადრე იქნა კუპრავას დაკითხვაზე გადაწყვეტილება მიღებული. კუპრავა არ არის თვითმხილველი. გასაგებია მისი პოზიცია, ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის დაკითხვით დაწყება დღეს კომისიის სხდომის და საერთოდ დღეს კომისიის სხდომაზე მოწვევა, ვიდრე ის პირები არ არიან დაკითხული, ვინც უშუალოდ ინფორმაციის მატარებელია - მგონია რომ შეცდომაა და ნამდვილად არ ვუჭერ მხარს ასეთ მიდგომებს.

მე მგონია, რომ კომისისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლოებები, და საჭიროა, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს. რაც შეეხება დანარჩენი პირების დაკითხვას, უშუალოდ საქმესთან დაკავშირებულ პირებს, გამომძიებელს ან პროკურორს - ბუნებრივია, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ და ჩვენ მათთან დავაზუსტებთ იმ საკითხებს, რაც წინა დაკითხვების ან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, უშუალოდ ეხება მკვლელობის ფაქტს და გამოძიების დეტალებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ვაპირებ ამაზე დეტალურად ვიუსაუბრო დღეს კომისიის სხდომაზე. ძალიან მიკვირს რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას, ამაზე სამართლებრივ ჭრილში უფრო დეტალურად სხდომაზე ვისაუბრებ. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება ეს სამართლებრივად აბსოლუტურად შეცდომაა, თუ სხვა რამ არა, ასე საკითხის დასმა. რა თქმა უნდა, კომისიას ექნება ალბათ რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ.

მე მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია: ერთი რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს და არა დასაწყისში. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას და მე არ მივესალმები ასეთ ზედაპირულ მიდგომას. და მეორე, ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარებოდა ამა საქმის ყველა გარემოების ობიექტურად წარმოჩენას, რა თქმა უნდა , ყველა ასეთ ღირებულ რეკომენდაციას დავუჭერდი მხარს“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა